მარტიდან Georgian Airways-ი დიუსელდორფის მიმართულებით იფრენს

თბილისი (BPI) – მარტიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ი გერმანიის სიდიდით მერვე ქალაქ, დიუსელდორფის მიმართულებით იწყებს ფრენას.

როგორც ავიაკომპანიაში განმატტვენ, დიუსელდორფის მიმართულებით რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მარტის ბოლოდან დაიწყება და კვირაში 2 რეისი განხორციელდება.

იმისათვის, რომ Georgian Airways-მა აღნიშნული მარშრუტის პოპულარიზაცია მოახდინოს, კომპანია სხვადასხვა ტიპის აქციებს გეგმავს.

Georgian Airways-ში არ გამორიცხავენ ასევე, რომ უკვე დაანონსებული ბოლონიის (იტალია) გარდა რომის მიმართულებაც დაამატონ, კვირაში ორი სიხშირით.

შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-მა 2018 წლის გაზაფხულიდან უკვე დაანონსა ფრენები პარიზის, ბარსელონის, ბერლინის, ბრიუსელის, ბოლონიისა და ბრატისლავას მიმართულებით.