მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზის” უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.

“ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება და ამ ეტაპზე რაიმე მასშტაბურ საკადრო გადადგილებებზე საუბარი არ იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. აღნიშნა, რომ ეს პოსტი მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნას ხელი უკვე მოაწერა.

ბახტაძე ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილს ჩაანაცვლებს. ქუმსიშვილი, პრემიერის განმარტებით, ეკონომიკის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტის გაერთიანებულ უწყებას უხელმძღვანელებს.