მაიკ პენსი: დადგება დღე, როცა საქართველო აღნიშნავს თავის ტერიტორიების დაბრუნებას

თბილისი (BPI) -„დადგება დღე, როცა ქვეყანა აღნიშნავს თავის ტერიტორიების დაბრუნებას“, – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკური გაძლიერების აშშ-ის გეგმაზე განაცხადა. მაიკ პენსიმ თქვა, რომ ქვეყანას რუსეთის აგრესიის გადატანაში დაეხმარება, – „უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, ჩვენ ვიმუშავებთ ბიზნესის სფეროში. უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს გამთლიანებას. აშშ დაიწყებს გაძლიერების ახალი გზების ძებნას. ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას რაც მოიტანს დასაქმებას და ეკონომიკურ წინსვლას“.

მან საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე აშშ-ის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა: „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას. ჩვენი ძალა არის და იქნება ჩვენ ერთიანობაში“.

პენსის განცხადებით, აღნიშნულ პოზიციაზე ამერიკა 2008 წლიდან, რუსეთის ტანკების შემოსვლიდან არის და კურსს აგრძელებს.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერაზე განაცხადა. ასევე რუსეთის სანქცირებაზე, რაც უკვე ტრამპის ხელმოწეილია. ამასთან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე აშშ-ის დიდ სურვილზეც აღნიშნა, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევა, რუსეთის დესტრუქციული ქმედებების გამო.

მან აშშ-სა და საქართველოს 25 წლიანი ურთიერთობის გაგრძელებაზე განაცხადა. ქვეყნის როლზე გლობალურ უსაფრთხოებაში და სამშვიდობო ოპერაციებში 31 დაღუპულიც მოიგონა, რომელთა ხსოვნა ამერიკელების გულში მუდამ დარჩება. აღნიშნა, რომ თავდაცვაზე ქვეყანა მშპ-ს 2% ხარჯავს, რაც საქართველოს ზომისთვის ბევრია , თუმცა მძიმე რელაობით არის განპირობებული. ამ კოეფიციენტით საქართველო ნატოს წევრევბს უსწრებს.