Lufthansa-მ ევროპელ გადამზიდავებს შორის პირველმა 5 ვარსკვლავიანი ავიაკომპანიის ტიტული მოიპოვა

თბილისი (BPI) – გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ევროპელ გადამზიდავებს შორის პირველად Skytrax-ის ყველაზე მაღალი რეიტინგი, 5 ვარსკვლავი მიიღო. ეს საავიაციო სფეროში ყველაზე მაღალი შეფასებაა.

საკონსულტაციო კომპანია Skytrax თავის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ამ უმაღლესი შეფასების მოსაპოვებლად ავიაკომპანიას უნდა პასუხობდეს მთელ რიგ მოთხოვნებს: აეროპორტებსა და თვითმფრინავში მგზავრთა მომსახურების დონე, სატრანსფერო სერვისი, ბარგის მიწოდება, თვითმფრინავში კვების ხარისხი, ინტერნეტთან წვდომა, ბორტზე Duty Free-ს პროდუქციის გაყიდვა, პერსონალთა ენის ცოდნის დონე და სხვა. მთლიანობაში ეს 800-მდე კატეგორიას და პარამეტრს მოიცავს.

ამრიგად მსოფლიოში დღეს 10 ავიაკომპანიაა, რომელსაც 5 ვარსკვლავი აქვს: Qatar Airways, Singapore Airlines, Cathay Pacific Airways, Asiana Airlines, Hainan Airlines, ANA All Nippon Airways, Garuda Indonesia, EVA Air, Etihad Airways და Lufthansa.