ლილუაშვილი ლარზე: გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ დროებით ცვლილებას

თბილისი (BPI) – “ძალიან გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ დროებით ცვლილებას, რომელიც არ არის ძალიან საგანგაშო“, – ლარის გაუფასურებაზე, მოსახლეობას პარლამენტიდან, დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა მიმართა და სთხოვა, ხელი შეუწყონ ეროვნულ ბანკს და მთავრობას პრობლემის ადვილად გადალახვაში.

მან კურსის მცურავ რეჟიმზე აღნიშნა და ჩარევის მიზანშეუწონლობაზე, რადგან „ეს სახელმწიფოს კატასტროფული ასტრონომული თანხა დაუჯდება, შედეგი კი საპირისპირო დადგება“.

ლილუაშვილმა კოლეგასაც მიმართა, ოპოზიციური ფრაქციიდან, რომლის პროგნოზირებული შარშანდელი მოლოდინი არ გამართლდა, ლარის კურსი $1 /₾3 -ს არ გადაცდა და პირიქით, გამყარდა.

რომან გოცირიძემ შარშანდელთან ერთად 9-წლიანი პერიოდის სტატისტიკაც მოიხმო, ლარის პოზიტიური ტრენდით, სეზონური დამოკიდებულების გარეშე.
თქვა რომ, მაშინაც წელიწადი 4-სეზონიანი იყო და კლიმატიც არ შეცვლილა. სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი ლარზე ზემოქმედების სეზონურ ფაქტორს საერთოდ გამორიცხავს. სებ-ის ექსპრეზიდენტი მიზეზს მონატარულ და ფისკალურ პოლიტიკაში ხედავს. ფინანსთა სამინისტროს არასწორ გადაწყვეტილებებში.

მისი თქმით, კურსის $1/₾2.6-დან აცდენის ფონზე, 31 ოქტომბერს, მთავრობამ ხაზინიდან მორიგი ულუფა – ₾ 50 მლნ განათავსა ბანკების სადეპოზიტო ანგარიშზე.
გოცირიძის განცხადებით, ივლისში ამოქმედებული 3 -თვიანი სადეპოზიტო მექანიზმი დასრულების ნაცვლად გაგრძელდა და საბანკო სექტორში ხაზინის დეპოზიტი უკვე ₾500 მლნ-ს აღემატება. ამას ემატება 1.7 მლრდ-იანი რეფინანსირების სესხების პორტფელი.