“ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორად გიორგი კალანდარიშვილი დაინიშნა

თბილისი (BPI) – “ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორად გიორგი კალანდარიშვილი დაინიშნა.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ირაკლი რუხაძე თავმჯდომარე გახდა.

მან ამ პოსტზე ექსპრემიერმინისტრი ლადო გურგენიძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ “ლიბერთი ბანკის” აქციათა საკონტროლი პაკეტის წილის მფლობელი რამდენიმე დღის წინ შეიცვალა. ბანკის 74.64%-იანი წილი ნიდერლანდებში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-ი (EFG) შეიძინა.

შედეგად ბანკის მესაკუთრეები აშშ-ის მოქალაქე ირაკლი რუხაძე, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ბენ მარსონი და აშშ-ის მოქალაქე იგორ ალექსეევი.

განაცხადში მითითებული იყო, რომ გარიგება ბანკის სტარატეგიული განვითარებისა და ზრდისთვის მნიშვნელოვანია.