ლარის სტაბილურობის ყველა პირობაა

თბილისი (BPI) – წინასაახალწლოდ ლარის რყევას საინვესტიციო ბანკირი არჩილ გაჩეჩილაძე არ ელის.

G&T –ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ,  ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესებაზე  „მაესტროზე“ (ბიზნეს-კონტაქტი) ისაუბრა,  ტურიზმის ზრდაზე, ექსპორტის ვარდნის შეჩერებაზე და იმპორტის პოზიტიურ მაჩვენებელზე,  რომ  კაპიტალური  საქონლის იმპორტია და არა სამომხმარებლო, რაც ასევე  კურსის სტაბილურობის მაპროვოცირებელი ფაქტორია.

არჩილ გაჩეჩილაძემ  აღნიშნა, რომ  მცირედი ცვლილებები სხვადასხვა ფაქტორით გათვალისწენებული, მათ შორის მოლოდინებით თუ არჩვნების გამო, დასაშვებია.

ბანკირმა სებ-ის მიერ რეპოტრანზაქციების ჩართვაზეც გაამახვილა ყურადღება,    კომპანიების მიერ ლარში გამოშვებული ქაღალდების ბანკებისთვის ლიკვიდური სახსრებში გატარებაზე.  საუბარია  ბანკების ხელთ არსებულ ქაღალდებზე.

ეს  ეკონომიკური ზრდის მაპროვოცირებელი პატარა ნაბიჯია.  მსგავსი პატარ-პატარა ნაბიჯებით და რეგიონში მდგომარეობის გამოსწორებით   გაჩეჩილაძე  5-8% ზრდის პერსპექტივას ხედავს.

ამბობს, რომ  მოგვწონს თუ არ მოგვწონს,   საქართველოს ეკონომიკა რეგიონის  გავლენის  ქვეშაა, წესრიგს გარკვეულწლიდ კარნახობს დიდი ბაზარი, ძირითადად  თურქეთის და რუსეთის, სწორედ რუსეთის გაჯანსაღებაზეა  დამოკიდებული  რეგიონის სხვა ქვეყნების მდგომაროებაც.

ასევე გათვალისწინებელია გლობალური ზრდის  პროგნოზი, თუმცა უფრო ნაკლებად ვიდრე რეგიონული.

როგორც იცით სსფ-ს  გლობალური ეკონომიკის  ზრდის ახალი პროგნოზის პესიმისტურია 3,1%, რაც ეკონომიკის ზრდის შენელებას და მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება, ასევე მოილოდნელ ბრექსიტს.  საქართველოს პროგნოზი 3,4%-ით განისაზღვრა.