ლარი დოლართან გაუფასურდა

თბილისი(BPI) – 11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4798 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.32 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9339 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9229 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.10 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6772 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2761 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 ოქტომბრიდან  შევა ძალაში.