ლარი ევროსა და დოლართან გაუფასურდა

თბილსი (BPI) – 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6272 ლარი შეადგინა.

დღეს მოქმედი კურსი 2.6008 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  2.64 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0468 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0081 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.87 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6751 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.4469 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 ნოემბრიდან  შევა ძალაში.