კრიზისის შემდეგ, თურქეთში ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება

თბილისი (BPI) – გასული წლის კრიზისის შემდეგ, თურქეთში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ფიქსირდება.

თურქული მედიის ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 8,7%-ით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის მეორე კვარტალში თურქეთმა ტურიზმიდან 5,413 მლრდ დოლარი მიიღო. TÜİK-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლებიდან 81,3% უცხოელ ტურისტებზე მოდის, 18,7% ადგილობრივი ტურიტებიდან შესული შემოსულობებია.

სტატისტიკური ინფორმაციით, მეორე კვარტალში თურქეთში ტურისტების რაოდენობა 18,3%-ით გაიზარდა და 8 863 391 ტურისტი შეადგინა.