“კრედოს“ პორტფელის დოლარიზაცია შეუმცირდა

თბილისი (BPI) – „კრედოს“ პორტფელის დოლარიზაცია შეუმცირდა, კოეფიციენტმა 21.4%-დან (Q2/2017),  19%-მდე (Q3/2017) დაიკლო.

ლარში, ბანკის საკრედიტო დაბანდება 390 მლნ ლარამდეა გაზრდილი (Q2/2017 – 373 მლნ; +4.6%Q.Q). მთლიანი პორტფელი 482 მლნ ლარია (Q2/2017- 475 მლნ; +1.5%Q.Q).

ბანკს ყველაზე მეტი საპროცენტო შემოსავალი -52.6 მლნ,  ფიზიკური პირების სესხებიდან აქვს მიღებული. ოდნავ ნაკლებია – 50 მლნ,  ვაჭრობის და მომსახურების სექტორის დაკრედიტებიდან.