კორეაში საკვების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პროდუქცია წარადგინეს

თბილისი (BPI) – კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში გაიხსნა. ფერმენტირებული საკვების მე-15 საერთაშორისო გამოფენა IFFE (International Fermented Food EXPO) 2017.

გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, კორეის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ჩრდილოეთ ჯოლას პროვინციის გუბერნატორმა.

გამოფენაზე წარდგენილი იყო ქართული წარმოების თაფლი, აჯიკა, წყაროს წყლები, ღვინო, ბრენდი, ჭაჭა, წვენები, ჩაი, ჩურჩხელა, ბაქმაზი და ენერგეტიკული სასმელები. ღონისძიებაში ქართული კომპანიების მონაწილეობა კორეაში საქართველოს წარმოების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.

გამოფენაში 20 ქვეყნიდან 355-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.