კახი კალაძე დედაქალაქის საჭიროებებზე რიგითი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობს

თბილისი (BPI) – რა სჭირდება თბილისს, პირველ რიგში, თანაგუნდელების არჩევანის ოფიციალურ გაცხადებამდე, კახი კალაძე დედაქალაქის საჭიროებებზე ენერგეტიკის მინისტრის და რიგითი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობს.

„მაესტროს“ განახლებულ ეთერში მინისტრმა 3 პრიორიტეტად ეკოლოგია, ტრანსპორტი და მშენებლობა დაასახელა. შესაბამისი რეგულაციებით, ახალ მშენებლობებში ენერგოეფექტურობის გამოყენება, ყვითელი ავტობუსების ამოღება და გამწვანება.

„მომავალ მერს ძალიან ძალიან ბევრი სამუშაო ექნება“, – კახი კალაძემ თბილისის პრობლემების მოგვარებაში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე განაცხადა და კომპლექსურ მიდგომებზე, მასშტაბური პროექტებით.

აღნიშნა, რომ თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის მშენებლობა მხოლოდ ერთი კაცის, ერთი ჯგუფის და ერთი პარტიის პრეროგატივაა არ არის, ყველას ერთობაა საჭირო.

მისი ინფორმაციით, დედაქალაქის მერად მმართველი გუნდის კანდიდატურა მალე გახდება ცნობილი. პარტიის პოლიტსაბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებას გიორგი კვირიკაშვილი გამოაცხადებს.