კახა კალაძე “გაზპრომ-ექსპორტთან“ და „ინტერ-რაოსთან“ მოლაპარაკებებს განაგრძობს

თბილისი (BPI) – ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 23-24 დეკემბერს, ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

კახა კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას 24 დეკემბერს შეხვდება, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს 23 დეკემბერს.

კომპანია „ინტერ-რაოსთან“ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება.