„ჯეო პროდაქტსი“ მარწყვის წარმოებას იწყებს

თბილისი (BPI) – კომპანია „ჯეო პროდაქტსი“ ფართოვდება და მარწყვის წარმოებას იწყებს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მენეჯმენტს უკვე შემოტანილი აქვს 6 000-მდე მარწყვის ნერგი და წარმოებას გაზაფხულიდან დაიწყებენ.

“ჯეო პროდაქტსი” სალათის ფურცლების მწარმოებელი კომპანიაა, ის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2015 წლიდან მონაწილეობს. სათბურის მოსაწყობად “ჯეო პროდაქტს” რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს XIX მკრ-ის მიმდებარედ სახელმწიფომ 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა.