იტალიაში მოგზაურობის მსურველთათვის – სად შეგიძლიათ მიირთვათ საუკეთესო პიცა

თბილისი (BPI) – იტალიაში საუკეთესო პიცერიების გზამკვლევი დაიბეჭდა. გასტრონომიული კრიტიკის მედია -ჰოლდინგ Gambero Rosso-ს რეიტინგში საუკეთესო პიცერიების დიდი ნაწილი  კამპანიაში, იტალიის სამხრეთ რეგიონში მდებარეობს რომელიც პიცის სამშობლოდ ითვლება.

რეიტინგში მოხვდნენ ტოსკანასა და ლაციოში მდებარე პიცერიებიც. როგორც ტურისტებისათვის განკუთვნილ გზამკვლევშია ნათქვამი, საუკეთესო პიცა ქალაქ კალიარიში, რესტორან Framento-ში მზადდება.

დიდი მოწონება დაიმსახურა ნეაპოლში, პიცერია Pizzeria Salvo da Tre Generazioni პიცამ რომელიც კამეჩის რძისგან დამზადებული მაცარელათი კეთდება. ტკბილი პიცის მოყვარულებს სპეციალისტები კამპანიაში,  Pepe in Grani -ში გარგარით, ნიგვზით და სხვადასხვა ტკბილეულით დამზადებული პიცის დაგემოვნებას ურჩევენ. Gambero Rosso-ს ტურისტული გზამკვლევი 8,9 ევრო ღირს.