ისწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება – კონკურსი სტარტაპებისთვის  

თბილისი (BPI) – მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო კომპანია Profit lab იწყებს კამპანიას სტარტაპებისთვის.

კამპანიის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო სტარტაპი, რომელსაც Profit lab უფასოდ შეუდგენს ბრენდ პლატფორმას (ბრენდ -ბუკის გარდა).

დაინტერესებულმა სტარტაპებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი.

სტარტაპის შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი იდეების მიხედვით. გამარჯვებულს გამოავლენს კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან :

  •         შავი ზღვის მცირე ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი – დავით ქადაგიშვილი;
  •         მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი – თინათინ ღოლაძე;
  •         Profit lab -ის დირექტორი – მარიკა მჭედლიძე.

გამარჯვებულს გაგაცნობთ 30 ოქტომბერს სტარტაპერთა ფორუმზე და ჩვენი გვერდის საშუალებით.

სტარტაპად მოიაზრება კომპანია, რომელიც დარეგისტრირებულია 2015 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ (2 ოქტომბერი ითვლება).

განაცხადის შესავსებად მიყევით ბმულს https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfpSd5VVkeBgSdihzoCITAMrZN6iw-cicJglGq-D9eKwe7w3A/viewform

დამატებით ინფორმაციას გაეცანით ჩვენს საიტზე : www.profitlab.ge