ირაკლი კობახიძემ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელი საქართველოში ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა.

ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტი 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე აირჩევს.

რეგლამენტის მიხედვით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. პარლამენტი წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით ირჩევს.

აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა 25 ივლისს ამოეწურა.

აღსანიშნავუა, რომ ირაკლი კობახიძე ირაკლი მექვაბიშვილს უკვე შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი მექვაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო.