iPhone 8-ის, iPhone 8 Plus-ისა და iPhone X-ის შეძენა ყველაზე იაფად „ტექნო ბუმის“ ქსელში იქნება შესაძლებელი

თბილისი (BPI) – iPhone 8-ის, iPhone 8 Plus-ისა და iPhone X-ის შეძენა ყველაზე იაფად „ტექნო ბუმის“ ქსელში იქნება შესაძლებელი. კომპანიის მენეჯმენტი პირობას დებს, რომ Apple-ის ახალი სმარტფონები საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად „ტექნო ბუმში“ იქნება ხელმისაწვდომი.

“12 სექტემბერს, კომპანია Apple-მა iPhone 8-ის, iPhone 8 Plus-ისა და iPhone X-ის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე აიფონის ფასი 699 დოლარიდან დასახელდა. ახალი სმარტფონი როგორც კი ჩაეშვება გაყიდვაში, მომხმარებლებს მისი შეძენა შეეძლებათ კომპანია „ტექნო ბუმში“ საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად”, – აცხადებენ „ტექნო ბუმში“.

აღსანიშნავია, რომ iPhone 8-ს ახალი 6 ბირთვიანი პროცესორი – A11 Bionic აქვს და არის 70% -ით უფრო სწრაფი, ვიდრე A10. ახალ სმარტფონებს აქვს უკაბელო დამუხტვის ფუნქცია, განახლებული კამერები, გაუმჯობესებული პორტრეტის რეჟიმით და ფილტრებით. iPhone 8 და iPhone 8 Plus-ი სმარტფონის მეშვიდე მოდელის შთამომავალია. iPhone X კი პრინციპულად ახალი, პრემიალური ვერსიაა. ბოლო წლების განმავლობაში, ამ პროდუქტს კომპანიაში ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებენ. iPhone X-ის ფასი აშშ-ში 999 დოლარიდან იქნება და მისი ყიდვა მსურველს 3 ნოემბრიდან შეეძლება, ხოლო წინასწარი შეკვეთების მიღებას “ჩაკბეჩილი ვაშლი” 27 ოქტომბრიდან დაიწყებს. iPhone X -ის მეხსიერება 64 GB და 256 GB იქნება. მოწყობილობის დიზაინი მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

iPhone X-ი აღჭურვილია OLED-ეკრანით, გაუმჯობესებული კამერით და 3D-სკანერით, რომელიც სახის მოყვანილობის გარჩევის და სმარტფონის განბლოკვის შესაძლებლობას იძლევა. არის 5,8 დიუმიანი დიაგონალით, 2436х1125 პიქსელის გაფართოებით. ანიმაციური “სმაილები”, სმარტფონი შეძლებს მფლობელის სახის გამომეტყველებით მისი ემოციური მდგომარეობის გაგებას. iPhone X კომპანიისთვის საიუბილეო სმარტფონია, რამდენადაც პირველი მოდელი Apple-მა 2007 წელს გამოუშვა. ლათინური ასო X კი რომაული რიცხვი 10-ის აღმნიშვნელია. აღსანიშნავია, რომ iPhone X ბატარეა iPhone 7-თან შედარებით 2 საათით მეტხანს ძლებს. კომპანიამ ასევე წარადგინა დამტენი მოწყობილობა AirPower: ეს არის დიდი სადგამი, რომელზეც ერთდროულად iPhone, Apple Watch და AirPods-ი მოთავსდება.