IMF: განათლების რეფორმის პროგრესს ეკონომიკური ზრდაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ეკონომიკური ზრდის მიღწევასა და კიდევ უფრო გაძლიერებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს ასახელებს. მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხდა ფონდი განათლების რეფორმას ასახელებს.

ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების გატარება; ინფრასტრუქტურის დახვეწა და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება გააუმჯობესებს ზრდის პერსპექტივებს.

სსფ დადებითად აფასებს გაკოტრების შესახებ ახალი კანონს და განმარტავს, რომ არასაფინანსო კორპორაციებისთვის და ბიზნეს სახლი ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.ფონდი ასევე ვარაუდობს, რომ საპენსიო რეფორმის საფუძველზე გაიზრდება ეროვნული დანაზოგების ხელმისაწვდომობა, რაც წაახალისებს ინვესტიციებს, კონტრიბუციის სახით მიღებული თანხების მობილიზირების შემთხვევაში.

“კაპიტალის ბაზრების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობის გზით, წაახალისებს კაპიტალის დაგროვებას. შემდგომი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათლების რეფორმის პროგრესს”, – აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.