ილაპარაკე საათით მობილურზე – Apple-ის ახალი სმარტ საათის ფასი $329-399 იქნება

თბილისი (BPI) – ახალი პროდუქტების პრეზენტაციაზე Apple-მა ახალი სმარტ საათი Apple Watch Series 3 წარადგინა. მის ციფერბლატზე გულისცემის სიხშირე აისახება. გარდა ამისა, საათს შეუძლია მფლობელის არითმიის ამოცნობა და ამის სესახებ შეტყობინება.

ახალი პროდუქტი Watch OS 4 ბაზარზე 19 სექტემბრიდან გამოვა.

პროდუქტში LTE-მოდულია. ახლა უკვე შესაძლებელია iPhone-ის სახლში დატოვება და ტელეფონზე საუბრის შესაძლებლობა მფლობელს საათით ექნება. ამავდროულად ნომერი იგივე იქნება, რომელიც სმარტფონზეა. ასე რომ, ახალი პროდუქტი შესაძლებლობას იძლევა ტელეფონზე საათით ილაპარაკოთ.

ახალი პროდუქტის ფასი $329-ია ფიჭური მხარდაჭერის გარეშე, ფიჭური მხარდაჭერით კი – $399.