Iberia-ს მგზავრებს საკვების ნაცვლად Samsung Galaxy Note 8 შესთავაზეს

თბილისი (BPI) – მადრიდიდან ლა-კორუნიაში ფრენისას, თვითმფრინავის მგზავრებს საკვების ნაცვლად Samsung Galaxy Note 8 დაურიგეს.

როგორც უცხოური მედია წერს, 23 ოქტომბერს, ავიაკომპანია Iberia-ს IB514 რეისზე თვითმფრინავის ბორტზე ბორტგამცილებელმა ტრადიციული ურიკის ნაცვლად, რომელზედაც საკვები და სასმელი უნდა ყოფილიყო განთავსებული, Samsung Galaxy Note 8-ით სავსე ურიკა ჩაატარა და ახალი მოდელის ტელეფონი ყველა მგზავრს უფასოდ დაურიგა.

ამ მეთოდით დაასრულა კომპანია Samsung-მა ესპანეთში ახალი ტელეფონის – Samsung Galaxy Note 8-ის პიარ კამპანია.