იანვარი – ივლისის მონაცემებით საქართველოს 3,978,657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2017 წლის იანვარი – ივლისის თვის მონაცემებით საქართველოს 3,978,657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 572,195-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა+16.8%)-ია.

იანვარი – ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 1,829,331შეადგინა, რაც 423,816-ით მეტია 2016 წლის იანვარი – ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +30.2%).

2017 წლის იანვარ – ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+8.7%), სომხეთიდან (+18.3%), რუსეთიდან (+35.9%), და ირანიდან (+169.5%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ივლისში გამოირჩნენ ავსტრია +52%, ნიდერლანდები +39%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +29% და საფრანგეთი +26%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია +398%, ლიბანი +318%, საუდის არაბეთი +218%, ქუვეითი +185%, ირანი +170% და უზბეკეთი +138%.