I კვარტალში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2 237 ლარი იყო

თბილისი (BPI) – ერთ სულ მოსახლეზე 2017 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 859,5 დოლარი (2 237 ლარი) იყო, ეს მაჩვენებელი 2016 წლის I კვარტალში – 826,9 დოლარი (2 013 ლარი), – მონაცემები „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

საქართველოს ეკონომიკა 2017 წლის I კვარტალში 5,1%-ით გაიზარდა.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, დეფლატორის ზრდის მაჩვენებელი 5,6%-ით განისაზღვრა.

2017 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მიმდინარე ფასებში 8,318  მლრდ ლარია.