HeidelbergCement-მა საქართველოში ბიზნესის ნახევარი დათმო

თბილისი (BPI) – კომპანია HeidelbergCement-მა საქართველოში ბიზნესის ნახევარი გაყიდა, – ინვესტიციას კომპანია საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს. 50%-იანი წილი Cement Invest-მა შეიძინა, რომლის მფლობელი თანაინვესტირების ფონდი და კომპანია Hunnewell Partners-ია.

გარიგების მოცულობა 115 მლნ ევროა. კომპანიის პრესრელიზში მითითებულია, რომ გარიგება HeidelbergCement-ის ვალის გაქვითვას გულისხმობს.

კომპანიაში იმედოვნებენ, Cement Invest-თან პარტნიორობა სასარგებლო იქნება, რამდენადაც შეძლებენ საპარტნიორო ფონდისა და Hunnewell-ის შესაძლებლობების გამოყენებას. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბენ შიფელი დასძენს, რომ კასპის ცემენტის ქარხნის გადაიარაღება კომპანიის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ  კასპის ცემენტის ქარხანაში ახალი ღუმელის მშენებლობის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

HeidelbergCement-ი 60 ქვეყანაში საქმიანობს. საქართველოს ბაზარზე კომპანია 2006 წელს გამოჩნდა. ის ცემენტის 3 ქარხანას ფლობს. მას ასევე გააჩნია ბეტონისა და ინერტული მასალების მწარმოებელი ქარხნები. კომპანია წლიურად 2 მლნ ტონა ცემენტს აწარმოებს. მსოფლიოს მასშტაბით მას

თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა.

Hunnewell Partners, სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად, პატარკაციშვილების აქტივებს განკარგავს.