გორში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება

თბილისი (BPI) – გორში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება. მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურის მოწყობაც.

პროექტი ითვალისიწინებს დასასვენებელი სივრცეების, შიდა გზების, პარკინგისა და განათების მოწყობას.

თელავში, გორსა და ბათუმში 2017 წლის ბოლოს მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები გაიხსნება. პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის 10 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

მთლიანობაში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყველა მშენებარე ობიექტზე დასაქმებულია 1 000-მდე კაცი.