მიწის მფლობელობის მსურველებმა ნაკვეთები ხელახლა უნდა აზომონ და დაირეგისტრირონ

გონიოში 13 პირს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დაუბრუნდა

თბილისი (BPI) – ბათუმის მერიის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, 13 გონიოელს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დაუბრუნდა.

თითოეული მათგანის საკითხის შესწავლა ინდივიდუალურად მოხდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან მიღებული დადებითი პასუხის გათვალისწინებითა და შესწავლილ გარემოებებზე დაყრდნობით, ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება კომისიამ 13 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

კომისია განაგრძობს თითოეულ საკითხის დეტალურად შესწავლას. მომდევნო სხდომა დაახლოებით 10 დღის ვადაში გაიმართება.
საკითხი ეხება მიწებს, რომლებიც 2007 წელს გონიოელებს საკუთრებაში გადაეცათ, 2010 წელს კი ჩამოერთვათ.