ნათია კალაძე: უნდა ვებრძოლოთ ქურდებს, მკვლელებს, მოძალადეებს და არა სექსმუშაკებს

თბილისი (BPI) – ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს. მოძრაობა ცვლილებათა პაკეტს პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

როგორც “გირჩის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნათია კალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლეგალიზაცია საუკეთესო გამოსავალია ტრეფიკინგის პრევენციისთვის.

“სიყვარულის გამყიდველი ისეთივე პატიოსანი, მშრომელი ადამიანია, როგოც მაგალითად, პედაგოგი. ჩვენ ვაყენებთ საკითხს პროსტიტუციის ლეგალიზაციის შესახებ და მიგვაჩნია, რომ ამ საქმიანობის არცერთი კომპონენტი არ უნდა იყოს დასჯადი არც სისხლის და არც ადმინისტრაციული სამართლის წესით.

ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ქურდებს, მკვლელებს, მოძალადეებს და არა სექსმუშაკებს. “გირჩი” იწყებს ბრძოლას პროსტიტუციის ლეგალიზაციისთვის და უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს შესაბამის ცვლილებათა პაკეტს,” – განაცხადა ნათია კალაძემ.

“გირჩში” მიიჩნევენ, რომ სექსმუშაკები დღეს ჩაგვრისა და ტრეფიკინგის მსხვერპლნი სწორედ იმიტომ არიან რომ პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, პროსტიტუციის ლეგალიზაციით კი დაცული იქნება სექსინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება და ამ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებზე ვეღარ იძალადებს.