გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელად აირჩიეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის საბჭომ დეკანის მოვალეობის შემსრულებელად აირჩია, – ინფორმაციას ქადაგიძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

“მივიღე გადაწყვეტილება ჩემი დროის დიდი ნაწილი დავუთმო განათლების სფეროს რომლის მნიშვნელობაზეც საუბრით თავს არ შეგაწყენთ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბჭომ დღეს ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალების შემსრულებლად ამირჩია.

კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე თავს შევიკავებ გეგმებზე ვრცლად საუბრისგან.

ილიაუნის გუნდთან ერთად გვაქვს ამბიცია და ხედვა, სულ რამოდენიმე წეილიწადში, როგორ ვაქციოთ ბიზნესის სკოლა საუკეთესოდ როგორც ქვეყანის ისე რეგიონის მასშტაბით.

აქვე მინდა ბიზნესის სკოლის სახელით, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო პატარაიას რომლის ხელმძღვანელობითაც სკოლამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. ნინო რჩება გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად და საქმიანობას კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელად გააგრძელებს.

დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის ამ მნიშვნელოვან საქმეში”, – წერს ქადაგიძე.