გიორგი გახარია: ბიზნესთან სათქმელი ყოველთვის ბევრი გვაქვს

თბილისი (BPI) – გიორგი გახარია ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან და დღეს ბიზნესის წარმომადგნელებთან შეხვედრა ნაყოფიერი რიგითი შეხვედრა იყო.

“ბიზნესთან სათქმელი ყოველთვის ბევრი გვაქვს, ეს სათქმელი არის ორმხრივი და ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ ის რეფორმები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს და ახორციელებს,“ – განაცხადა ეკონომიკი მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან ბევრ საკითზე გაიმართა საუბარი, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს EBRD-ის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული მნიშვნელოვანი მესიჯები. “დღეს ასევე სავალუტო ფონდის მისიის მუშაობაც დაიწყო და ესეც ალბათ პოზიტიური შედეგებით დამთავრდება. იმ რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების წარმატება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაკავშირებული ბიზნესის ამ ცვლილებებში ჩართვით და ჩვენ ამ მიმართულებით ყოველთვის ვთანამშრომლობთ. დღეს განვიხილეთ საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, ფოსტის კანონის ცვლილება და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები“ – აღნიშნა გახარიამ.