ღვინო დონალდ ტრამპის საპატივსაცემოდ – ინსპირაცია პრეზიდენტის “ტვიტი”

თბილისი (BPI) – ამერიკულმა კომპანიამ Сity Winery-მა, აშშ-ის პრეზიდენტის საპატივსაცემოდ ღვინო შექმნა. ინსპირაცია კომპანიისთვის დონალდ ტრამპის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტი – გაუგებარი სიტყვა covfefe – გახდა.

ასე შეიქმნა Covfefe 2015 Red Blend და ღვინის გაყიდვებიდან შემოსული თანხის 20% ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირს გადაეცემა.

thehill.com-ის ცნობით, ღვინო კალიფორნიაში, 2015 წლის ყურძნის მოსავლისგანაა დამზადებული. ერთი ბოთლი ღვინის ფასი კი 37 დოლარია.

ბოთლის ეტიკეტი ლურჯი პიჯაკითა და მოწითალო ჰალსტუხი… სასურველია მისი მირთმევა თეთრ პურთან და რუსულ სოუსთან ერთად.

ღვინოს ალუბლისა და ქლიავის არომატი და შავი შოკოლადის, გამხმარი ხილისა და დარიჩინის გემო აქვს.

შეგახსნებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა ტვიტერზე სიტყვა covfefe დაწერა. მოგვიანებით წაიშალა, მალე კი პრეზიდენტის ტვიტი ასე შეიცვალა: “ვის შეუძლია covfefe-ს ჭეშმარიტი მნიშვნელობის გამოცნობა? დატკბით!”.

Covfefe 2015 Red Blend-ის სურათის შედეგი