Georgian Airways-მა ბათუმიდან ასტანას მიმართულებით ოპერირება დაიწყო

თბილისი (BPI) – ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა ბათუმი-ასტანა-ბათუმის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.

მიმართულებაზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ 18 ივნისს შეასრულა.

რეგულარული ავიარეისები 11 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა), Boeing B737 CL-600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა Georgian Airways-ს 19 მაისს მიენიჭა.