“გაზელ ფაინანსმა” “დეგუსტოში“ პირველი ინვესტიცია განახორციელა

თბილისი (BPI) – „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური თანამონაწილეობით საინვესტიციო ფონდმა „გაზელ ფაინანსმა” სწრაფი კვების წამყვან ობიექტ „დეგუსტოში“ პირველი ინვესტიცია განახორციელა, „დეგუსტომ“ კი ფონდის განხორციელებული ინვესტიციით, ახალი ობიექტი გახსნა.

„გაზელ ფონდის” მიერ განხორციელებული ინვესტიცია „დეგუსტოს“ საშუალებას მისცემს, სწრაფად გააფართოვოს საკუთარი ქსელი თბილისის მასშტაბით და ორწლიან პერიოდში ობიექტების რაოდენობა 12-მდე გაზარდოს, რის შედეგადაც ბაზარზე 100-ზე მეტი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ დროისთვის “დეგუსტოს” 5 ობიექტი აქვს.

საპარტნიორო ფონდში დასძენენ, რომ 2017 წელს საქართველოს მშპ-ის 4%-იანი ზრდისა და ტურიზმის 20%-იანი მატების ფონზე, რესტორნების ქსელი შეძლებს, ეფექტურად უპასუხოს საშუალო კლასისა და მრავალფეროვანი საერთაშორისო კლიენტების მზარდ მოთხოვნას.