გასულ წლებში წართმეული ქონებიდან 43 მლნ-ის მეპატრონეებს დაუბრუნდა

თბილისი (BPI) – გასულ წლებში წართმეული ქონებიდან ₾43 მლნ -ის დაბრუნებულია.

სტიტისტიკაზე, მთავარი პროკურის  მოადგილემ მამუკა ვასაძემ ხატია ქვათაძესთან ინტერვიუში, „მაესტროზე“  განაცხადა. დაბრუნებულია 80-მდე ავტომობილი, 2 თვითმფრინავი, 13 ვერტმფრენი, 21 მიწის ნაკვეთი, 6 ბინა, 2 აგარაკი. როგორც მან თქვა ეს არასრული ჩამონათვალია. საკუთრების უფლება 140  მოქალაქეს აღუდგა.

მან  სასჯელმისჯილთა სტატისტიკაც წარმოადგინა. პასუხისგებაში მიცემულია 150-მდე თანამდებობის პირი, მათ შორის  პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის, შს მინისტრები, პოლიციის უფროსები და ზოგიერთი მათგანი სასჯელს უხდის.

მამუკა ვასაძემ რეზონანსული საქმეებიდან,  რამდენიმეს გახსნაც დაანონსა, უახლოეს მომავალში. ექსპრეზიდენტის (საქართველოს მე-3 პრეზიდენტის) მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოლოდინზეც თქვა – „ადრე თუ გვიან ეს გარდაუვალია, დროის ამბავია“. ისიც აღნიშნა, რომ 2014-2015 წლებში  უკრაინის პროკურატურამ  თუ საქართველო უარით  გამოისტუმრა, ახლა  სააკაშვილის ჩვენი ქვეყნისთვის გადმოცემა იუსტიციის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. ეს უკრაინის მხარის პრეროგატივაა, ისე უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის 5-8 წლით პატიმრობა შეეფარდება.

მეგის ქარდავაზე მამუკა ვასაძემ თქვა, რომ საექსტრადიციო პატიმრობა შეფარდებული აქვს უკრაინის კანონმდეებლობით პატიმრობის მაქსიმალური, ვადა 12 თვეა, თუმცა იმედოვნებენ, რომ მაქსიმალური ვადა არ დასჭირდება და ქვეყანაში უფრო ადრე ჩამოვა. ის არაადამიანურ მოპყრობაზე, ცემაზე, წამებაზე და მკვლელობაზე მსჯავრდებული.

ინტერვიუში პროკურორის მოადგილემ ციანიდის საქმესაც შეეხო, თქვა რომ სააპელაციო სასამართლოში არსებითი განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა. პროკურატურა, კვალიფიკაციის ნაწილში დაობს, დაცვა, თავის ნაწილში დაობს. სასამართლოს, განჩინებულ გიორგი მამალაძისთვის,  109-ე მუხლი (მკვლელობის მომზადება იარაღის შენახვა/ტარება)  შეცვლილი აქვს 108-ით (განზრახ მკვლელობა შურისძიების მოტივით).  ვასაძემ ამ ეტაპზე  საქმესთან  ოხანაშვილის კავშირი გამორიცხა.  თქვა რომ მას მოწმის სტატუსი აქვს, „თუმცა არაფრის გამორიცხვა შეიძლება, არც არაფრის დადასტურება“.