განათლების სამინისტრომ 5 წელში 2085 საჯარო სკოლიდან 377-ის საპირფარეშოების რეაბილიტაცია შეძლო

თბილისი (BPI) – განათლების სამინისტრომ 5 წელში 2085 საჯარო სკოლიდან 377-ის საპირარეშოს რეაბილიტაცია შეძლო.

საპირფარეშოების რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია (გრაფიკის სახით) განათლების სამინისტრომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, 2013-2016 წლებში 277 საჯარო სკოლების საპირფარეშოების რეაბილიტაციაზე 11 მლნ-მდე ლარი დახარჯა.

იქვე მითითებულია, რომ 2017 წელს დაფინანსდა 100-ზე მეტი საპირფარეშოს რეაბილიტაცია, აქედან 74 უკვე მოქმედებს (კონკრეტულად რა თანხა გამოიყო 2017 წელს მითითებული არ არის).

“საქსტატის” მონაცემებით, 2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ქვეყანაში 2085 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. თუ იმას გავითვალისიწნებთ, რომ წელს დაფინანსებული საპირფარეშოების რეაბილიტაცია არ დასრულებულა, მაშინ გამოდის, რომ 2085 საჯარო სკოლიდან 351-ის რეაბილიტაციაა ამ დროისთვის დასრულებული.

No automatic alt text available.