გამმა: საქართველოში ხსნადი ყავის ბაზრის 90% ოთხ კომპანიაზე მოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ხსნადი ყავის ბაზარი ტრანსნაციონალური კორპორაციების ზეგავლენის ქვეშ არის. ხსნადი ყავის ბაზრის კვლევა საკონსულტაციო კომპანია “გამმამ” გამოაქვეყნა.

კომპანიის კვლევის მიხედვით, ყავის ბაზრის 90 % ნაწილდება ოთხ ფავორიტ კომპანიაზე:

1⃣Nestle (Nescafe);
2⃣Jacobs Douwe Egberts;
3⃣CACIQUE (PELE);
4⃣Food Empire Holdings Ltd (MacCoffee).

კლასიკურ ხსნად ყავებში 80%-იანი წილით დომინირებს 3 კომპანია:

1⃣Nestle;
2⃣Jacobs Douwe Egberts;
3⃣CACIQUE.

მიქსებში (რძიანი ყავები) 3,1 და 2,1 – 90 %-ზე მეტს სამი კომპანია აკონტროლებს:

1⃣ Jacobs Douwe Egberts;
2⃣ Food Empire Holdings Ltd;
3⃣ Nestle.

“გამმამ” კვლევა 2016-2017 წლების საცალო ვაჭრობის აუდიტის საფუძველზე ჩაატარა.