გახარია “პანორამა თბილისის” პროექტზე: ინვესტიციები საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

თბილისი (BPI) – ტურიზმის სექტორში მსგავსი მოცულობის, მსგავსი ხარისხის და მსგავსად კონცენტრირებული ინვესტიციები საქართველოს არ ახსოვს, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ „იმედის კვირას“ „პანორამა თბილისის“ პროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ინვესტიციები ჩვენი ქვეყნისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით დღეს.

“რატომ? იმიტომ რომ ინვესტიციები ქმნის დამატებით სამუშაო ადგილს და ინვესტიციები ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ეს ის მიმართულებებია, რომელიც მიდის ჩვენს თითოეულ მოქალაქემდე. ჩვენ ხომ არ გვგონია, რომ ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის მეორედ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მართლაც უნიკალური ბუნების და უნიკალური კულტურის გამო. არა, თუ მას ჩვენთან მაღალი დონის სერვისს და მაღალი ხარისხის სერვისს არ დავახვდერებთ ის მეორედ საქართველოში არ დაბრუნდება”, – განაცხადა მინისტრმა.