გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს იწყება

თბილისი (BPI) – გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს იწყება.

გარემოს დაცვის სამინისტრო მონადირეთათვის ერთგვარ ინსტრუქციას აქვეყნებს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში.