FlyUIA უკრაინიდან განხორციელებულ რეისებზე საშემოდგომო ფასდაკლებას აცხადებს

თბილისი (BPI) – უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA უკრაინიდან განხორციელებულ რეისებზე საშემოდგომო ფასდაკლებას აცხადებს.

აქციის ფარგლებში 30%-იანი ფასდაკლებით ევროპის, ამერიკისა და აზიის მიმართულებებზე გაიყიდება 10 ათასი ეკონომ-კლასის ბილეთი.

FlyUIA-ს მიერ დაანონსებული საშემოდგომო ფასდაკლება შეეხება კიევიდან თბილისის მიმართულებით განხორციელებულ რეისებსაც. კევი-თბილისის მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი (ორი გზა) 123 ევროდან იქნება.

ფასდაკლების ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 31 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 2018 წლის 10 იანვრიდან 25 აპრილამდე.