Fintax – ჩვენ ვქმნით თქვენს წარმატებებს! – ბიზნესის მომსახურება ერთ პაკეტში

თბილისი (BPI) – ბიზნესის წარმატება გამოიხატება ფინანსურ მაჩვენებლებში. ეფექტურ ფინანსურ მენეჯმენტს განსაზღვრავს ფაქტორები, რომელთა  საბოლოო მიზანია კომპანიის კეთილდღეობის ამაღლება და კაპიტალის გაზრდა. აღნიშნულ ფაქტორებს განეკუთვნება:

  • ბიზნესის დაგეგმვა,
  • მიმდინარე საქმიანობის ანალიზი,
  • ფინასნური მაჩვენებლების შეფასება,
  • რისკების განსაზღვრა,
  • ღონისძიებები შემოსავლების გაზრდის მიმართულებით,
  • ხარჯების ოპტიმიზაცია,
  • კონტროლის თანამედროვე მექანიზმის შემუშავება,
  • ბუღალტრული ანგარიშგება,
  • ფინანსური აუდიტი,
  • საგადასახადო აუდიტი,
  • ბიზნესის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა,
  • საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში ეფექტური ოპერირება,
  • საბაჟო პროცედურების ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა,
  • სხვადასხვა სახის დავების, მათ შორისსაგადასახადო, სამოქალაქო და სხვა სახის დავების ეფექტურად წარმართვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავისახეთ რა მიზნად ბიზნესის მომსახურების ერთ პაკეტში მოქცევა, გთავაზობთ მომსახურების კონკრეტულ მიმართულებებს:

  1. ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურება:

ა) ბუღალტრული მომსახურება;

ბ) ფინანსური აუდიტი;

გ) საგადასახადო აუდიტი;

  1. საბაჟო მომსახურება:

ა) საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოში და საზღვარგარეთის (მოვაჭრე ქვეყნები) ქვეყნებში;

გ) ქვეყნის იმპორტ-ექსპორტში მოსაქცევი საქონლის სახეობითი, რაოდენობრივი, ღირებულებითი ანალიზი და დინამიკა დროში. იმპორტისათვის კონკრეტული სახეობის საქონლის შერჩევა საერთაშორისო ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ განკუთნილი საქონლისათვის ოპტიმალური ქვეყნის შერჩევა. „ექსკლუზიური უფლების“ მოსაპოვებლად შესაბამისი პროცედურების წარმოება.

  1. შეფასება:

ა) რისკების შეფასება;

ბ) ქონების შეფასება.

  1. ფინანსების მართვა და მენეჯმენტი;

ა) ფინანსების მართვა;

ბ) ბიზნესის მენეჯმენტი.

  1. იურიდიული მომსახურება:

ა) საგადასახადო;

ბ) სამოქალაქო;

გ) სამეწარმეო;

დ) საპატენტო, საავტორო და მომიჯნავე უფლებებიდან გამომდინარე საკითხები;

დ) ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებით არსებული სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი იურიდიული მომსახურება.

  1. კომპანიის სხვა სახის მომსახურებები:

ა) კომპანიის რეგისტრაცია, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია;

ბ) სხვა.

მომსახურებების მოკლე მიმოხილვა

  1. ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურება:

) ბუღალტრული მომსახურება – კომპანიების წარმატების მთავარ საწყისს წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის სწორად წარმოება. ჩვენს მომსახურებაში შედის კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგება, როგორც ერთჯერადი ფორმით გარკვეულ პერიოდზე, ასევე მომსახურება მუდმივ ფორმატში შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებს ბასს-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები) მოქედი სტანდარტებით. მომსახურებაში შედის, როგორც დამკვეთ ორგანიზაციაში ადგილზე ჩვენი თანამშრომლის სამუშაოები, ასევე ელექტრონულად გაუსვლელად ბუღალტერიის წარმოება შესაბამის პროგრამებში (ORIS, SUPERFIN, 1C, INFO, FINA და სხვა).

ბუღალტრული პროგრამის შერჩევა ხორციელდება კომპანიის (დამკვეთი) საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

) ფინანსური აუდიტი – აუდიტის წარმოება ფინასური კუთხით, არის მთავარი კომპონენტი განისაზღვროს კომპანიის ფინანსური რისკები, დაშვებული შეცდომების ანალიზი და ფულადი ნაკადების სწორად შეფასება წარმატებული საქმიანობის მისაღწევად. აღნიშნული მომსახურება ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება ფინანსური აუდიტის გამოცდილი სპეციელისტების მიერ, რომლებიც წარმატებით გაუწევენ მომსახურებას, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებს.

) საგადასახადო აუდიტი – აუდიტის მოცემული სახე წარმოადგენს სპეციფიურ ნაწილს, რომელიც გულისხმობს აუდიტის წარმოებას საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით. მაგ. არის შემთხვევები, როდესაც ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები სრულად არის დაცული, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები „თითქოს“ წესრიგშია, მაგრამ სულ სხვა შედეგი დგება საგადასახადო აუდიტის წარმოებისას. აღნიშნულს განაპირობებს ოპერაციების მრავალფეროვნება და მათი კანონმდებლობით შეფასების განსხვავებული მიდგომები, ასევე ნორმატიული აქტების ხშირი ცვლილება. ჩვენს მიერ შემოთავაზებული აღნიშნული მომსახურება წარმოებს იმ კადრების მიერ, რომელთაც შემოსავლების სამსახურში გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება აუდიტის კუთხით და მაღალ დონეზე ფლობენ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს. მომსახურების გაწევა განხორციელდება, როგორც ერთჯერადად – გარკვეულ პერიოდზე, ასევე პერიოდების მიხედვით მუდმივად. განხორციელდება საგადასახადო ვალდებულებების შეფასება, კონსულტაცია, დეკლარაციების (საშემოსავლო, მოგება, დღგ, ქონება, აქციზი, სათამაშო ბიზნესი) და გაანგარიშებების წარდგენა შემოსავლების სამსახურში, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის შემოწმების შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები ჩაერთვებიან მოცემულ პროცესში, შემოწმების კანონმდებლობის (საგადასახადო კოდექსი, ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, მეთოდოლოგიური მითითებები და სხვა ნორმატიული აქტები) შესაბამისად წარმართვის მიზნით.

  1. საბაჟო მომსახურება

) საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოში და საზღვარგარეთის (მოვაჭრე ქვეყნები) ქვეყნებში – კონსულტაციები და საბაჟო პროცედურების სრულად განხორციელება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, დეკლარაციის შევსება, საბაჟო რეჟიმებიდან ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა (იმპორტი, ექსპორი, საწყობის რეჟიმი, საქონლის გადამუშავება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, დროებითი შემოტანის და გატანის რეჟიმები ასევე ტრანზიტულ ტვირთებზე მომსახურების გაწევა).

) ქვეყნის იმპორტექსპორტში მოსაქცევი საქონლის სახეობითი, რაოდენობრივი, ღირებულებითი ანალიზი და დინამიკა დროში – იმპორტისათვის კონკრეტული სახეობის საქონლის შერჩევა საერთაშორისო ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ განკუთნილი საქონლისათვის ოპტიმალური ქვეყნის შერჩევა. „ექსკლუზიური უფლების“ მოსაპოვებლად შესაბამისი პროცედურების წარმოება – ჩვენი სპეციალისტები განახორციელებენ ბაზრის შესაბამის კვლევას საქონლის სახეობის მიმართ და სათანადო რეკომენდაციის გაწევას იმპორტ-ექსპორტის დროს. მაგ: კონკრეტული სახეობის საქონლის რა მოცულობა და ღირებულებითი იმპორტი და ექსპორტი იყო პერიოდების მიხედვით რა არის მოცემულ რეჟიმებში საქონლის მატების და კლების მიზეზები.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საერთაშორისო სავაჭრო ნიშნის მქონე სუბიექტს (ბრენდს) შეუძლია საქართველოში დაარეგისტრიროს საკუთარი სავაჭრო ნიშანი ჯერ საქპატენტში და შემდგომ რეგისტრაცია განახორციელოს შემოსავლების სამსახურში.

ინტელექტუალური საკუთრების შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის შემდგომ ქართული რეზიდენტი კომპანია, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მოცემული სავაჭრო ნიშნის მქონე საქონლის იმპორტი, ასეთ შემთხვევაში სხვა კომპანიამ, რომ შემოიტანოს ანალოგიური საქონელი შემოსავლების სამსახურში აღნიშნული ვერ განბაჟდება, რომელიც ჩადებულია პროგრამულად ელექტრონული ფორმით. ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურების მოცემულ სახეს და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელებას.

  1. შეფასება

) რისკების შეფასება – მოსახურების აღნიშნული სახე წარმოადგენს თანამედროვე სერვისის სახეობას. კომპანიის წარმატებისათვის აუცილებელია შესაბამისი რისკების შეფასება და მისი დაძლევის გზების ჩამოყალიბება. მოცემულ შემთხვევაში ჩვენი კომპანია განახორციელებ საგადასახადო, ფინანსური და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების გამოვლენას, რეკომენდაციების მიცემას მათი დაზღვევის მიზნით.

) ქონების შეფასება – საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით კომპანია გაგიწევთ მომსახურებას, მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეფასებას შესაბამისი გამოცდილების და ლიცენზირებული შემფასებლების მიერ.

  1. ფინანსების მართვა და მენეჯმენტი

) ფინანსების მართვა – ჩვენი კომპანია ბიზნეს სუბიექტებს სთავაზობს მომსახურების კომპლექტურ ნაწილს- „ფინანსების მართვა“, რომელიც მოიცავს როგორც ბუღალტრულ აღრიცხვას, აგრეთვე ფინანსურ და საგადასახადო აუდიტს, ასევე შესაბამისი ფინანსური რისკების გამოვლენას. მოცემულ შემთხვევაში ბიზნესის ინტერესია ფინანსები სამართავად გადასცეს პროფესიონალ გუნდს, რომელიც ახორციელებს კომპლექსურ მომსახურებას ფინანსების სამართავად.

) ბიზნესის მენეჯმენტი – ვინაიდან ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში  მოღვაწე  მაღალი პროფესიონალებით (ეკონომისტები, ანალიტიკოსები, საგადასახადო და ფინანსური აუდიტის სპეციალისტები, ბუღალტრები, ქონების შემფასებლები, იურისტები საგადასახადო და სამოქალაქო კუთხით) გთავაზობთ ბიზნესის სრულ მენეჯმენტს, როგორც მოქმედი რეზიდენტი კომპანიების ასევე უცხოური, საქართველოში საქმიანობის დამწყები კომპანიების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში მენეჯმენტი შეიძლება განხორციელდეს ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრული ვადით.

  1. იურიდიული მომსახურება

) საგადასახადო დავები – საგადასახადო შემოწმების შედეგად შესაბამისი აქტის პროექტით განსაზღვრული დასარიცხი თანხების, ასევე  უკვე აქტით ან/და დასკვნით დარიცხული საგადასახადაო ვალდებულებებზე დავების წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (აუდიტის დეპარტამენტის მედიაციის საბჭო, შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭო, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო) და სასამართლოს ყველა ინსტანციაში. შესაბამისი თემების მიხედვით დარიცხული თანხების გადაანგარიშებაში (კორექტირება) მონაწილეობა ჩვენი კომპანიის საგადასახადო აუდიტთან ერთად.

) სამოქალაქო დავები – აღნიშნული მომსახურეობა მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენლობას საქართველოს სასასამართლოებში ან მესამე პირებთან ურთიერთობებში, მათ შორის ვალდებულებით სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავებზე, უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე და სხვა.  ასევე ხელშეკრულებების მომზადებას, საქმიან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას, სამეწარმეო   სუბიექტის დაფუძნებისა და მისი საქმიანობის საჭიროებისათვის დოკუმენტების, ოქმების, ხელშეკრულებების მომზადებას, სამართლებრივი დასკვნის მომზადებას.

დ) კომერციული სამართლის სერვისი მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა,  კომერციული კონტრაქტების შედგენა,    საკონკურენციო სამართალი, ინტელექტუალური სამართალი და კორპორატიული მომსახურება:

გთავაზობთ სამართლებრივი მომსახურების სრულ პაკეტს საშუალო და დიდი მოცულობის პროქტებისათვის. აღნიშნული მოიცავს წინასწარი კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ისევე, როგორც საბაზისო სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და წარმომადგენლობას პოტენციურ პარტნიორებთან, სამთავრობო უწყებებთან და ა.შ.

უძრავი ქონება

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერვისი მოიცავს:

–         მშენებლობას

–         მშენებლობის გეგმარება და გარემოს დაცვის საკითხები

–         მშენებლობის გეგმარება

–         სასტუმროები

–         საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება

–         მიწის ფლობა/სარგებლობა

რეგულირების საკითხები

მომსახურება მოიცავს კონკურენციის სამართლის ფართო სპექტრს ისევე როგორც ტენდერებთან და სავაჭრო რეგულაციებთან დაკავშირებულ კონსულტაციას.

საპატენტო, საავტორო და მომიჯნავე უფლებებიდან გამომდინარე საკითხები, მოიცავს საქართველოს ,,საპატენტო კანონიდან“ და ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე უფლებების რეალიზების და მათ დაცვასთან დაკავშირებით, ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე საქართველოს არარეზიდენტი პირების მიმართ წარმომადგენლობის განხორციელებას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებთან   ასევე მესამე პირებთან ურთიერთობისას და სასამართლოებში.

) ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებით არსებული სისხლის სამართლის საქმის დავებიიურიდიული მომსახურების ა) პუნქტში აღნიშნულ მომსახურებაზე ჩვენი კომპანიის მიერ ასევე განხორციელდება  სისხლის სამართლის საქმის კუთხით მომსახურება. მაგ: პირს საგადასახადო ორგანოს მიერ დაერიცხა გარკვეული საგადასახადო ვალდებულება, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. აღნიშნულ შემთხვევაში მომსახურება იქნება კომპლექსური, კერძოდ: ჩვენი იურისტები და აუდიტორები განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე აწარმოებენ დავებს, როგორც საგადასახადო კუთხით  ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში, ასევე პარალელურად სისხლის სამართლის კუთხით აწარმოებენ ურთიერთობას და საქმის წარმართვას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და საქართველოს პროკურატურის ორგანოებში.

  1. კომპანიის სხვა სახის მომსახურებები:

) კომპანიის რეგისტრაცია, რეორგანიზაცია, გაკოტრება, ლიკვიდაცია – ჩვენი კომპანიის იურისტები განახორციელებენ ყველა იურიდიულ პროცედურას ბიზნესის სუბიექტის რეგისტრაციიდან დაწყებული და ლიკვიდაციით დამთავრებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიის რეორგანიზაცია, გაკოტრება და ლიკვიდაცია მოითხოვს სპეციფიურ პრაქტიკულ გამოცდილებას. მოცემული მიმართულებით მომუშავე ჩვენი იურისტები განახორციელებენ აუდიტორებთან ერთად ოპერაციების სრულ ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევას ბინესისათვის გაკოტრების, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის განსახორციელებლად.

) სხვა – ჩვენი კომპანია გთავაზობთ ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობის ისეთ  მომსახურებას, როგორიცაა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ასევე შემოსავლების სამსახურში „წინასწარი გადაწყვეტილების“ (ოპერაცია როდესაც ზუსტად არ არის შეფასებული ნორმატიული აქტით, შეიძლება გამოიცეს წინასწარი გადაწყვეტილება- შეფასება და აღნიშნულის მიხედვით იხელმძღვანელოს ბიზნესმა, რომელსაც შემოწმებისას კანონის ძალა აქვს) მისაღებად შესაბამისი შეკითხვების მომზადება და სხვა.