Finnair-ი მგზავრებს საახალწლოდ მორთული თვითმფრინავით მოემსახურება

თბილისი (BPI) – მალე ახალი წელი მოვა. ავიაკომპანიებმა საახალწლო მზადება უკვე დაიწყეს.

ამ მხრივ პიონერი ავიაკომპანია Finnair-ია. Finnair-ი უკვე მზადაა მთელს მსოფლიოს შობა-ახალი წელი მიულოცოს.

ავიაკომპანიამ ერთ-ერთი ახალი Airbus A350 წარადგინა, რომელიც შესაბამისადაა მორთულ-მოკაზმული. Finnair-ი თვითმფრინავზე ირემი და საჩურებით დატვირთული სანტა კლაუსია გამოსახული.