“ფინკას“ პორტფელის დოლარიზაცია შეუმცირდა

თბილისი (BPI) – „ფინკას“ პორტფელის დოლარიზაცია შეუმცირდა, კოეფიციენტმა 41.2%-დან (Q3/2016),  27.2%-მდე (Q3/2017) დაიკლო.

ბანკის საკრედიტო დაბანდება 221 მლნ ლარამდეა გაზრდილი (Q3/2016 – 180.5 მლნ; +22.8%Y.Y).

ყველაზე მეტი საპროცენტო შემოსავალი,  ფიზიკური პირების სესხებიდან აქვს –  36.5 მლნ ლარი (Q3/2016 – 36.7 მლნ), კომპანიების დაკრედიტებაში ვაჭრობის და მომსახურების სექტორის დომინირებს , 768 000 ლარის შემოსავლით (Q3/2016  – ₾275 278; +178%Y.Y).