ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლარის გაუფასურების ფუნდამენტურ საფუძველს ვერ ხედავს

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის მოადგილე მომავალში ლარის გაუფასურების ფუნდამენტურ საფუძველს ვერ ხედავს. “შესაბამისად, ლარი არ უნდა გაუფასურდეს.”

გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვალუტის შემოდინება დამოკიდებულია ექსპორტზე, ფულად გზავნილებზე, ტურიზმზე, რაც გვაქვს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წინა წელთან შედარებით.

“არც საგარეო ფაქტორები და არც ფუნდამენტური ეკონომიური ფაქტორები არ იწვევს ლარის კურსზე გავლენას. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის გათანაბრებული და შესაბამისად, გავლენა არ აქვს ლარის კურსზე.”

მინისტრის მოადგილე სავალუტო ბაზარზე არსებულ დღევანდელ მდგომარეობას ასე ხსნის: “ეს არის მოლოდინების გამო, რაც მოკლევადიან პერიოდში ხშირად იწვევს კურსის მცირე მერყეობებს“.