ფადი ასლი მთავრობას და შსს-ს: იზრუნეთ ICC-ის თანამშრომლებსა და ჩემს უსაფრთხოებაზე

თბილისი (BPI) – ICC Georgia-ს თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრს წერილით მიმართავს და წერს, რომ ორი პოლიციელი დღეს ICC-ის ოფისში იმყოფებოდა და ოფისის თანამშრომლებს პოლიციის ბეიჯების წარდგენაზე უარი უთხრეს.

პოლიციელები კამერის ჩანაწერს ითხოვდნენ. ჩანაწერი პოლიციელებს იმ შემთხვევისთვის გამოძიებისთვის სჭირდებოდათ, რომელიც მათი განცხადებით ICC-ის ოფისის მოპირდაპირე მხარეს მოხდა, თუმცა ფადი ასლი წერს, რომ მათი ოფისის გარშემო კრიმინალურ შემთხვევაზე ინფორმაცია არ მიუღიათ.

“მათ შენობა ვერცხლისფერი შკოდის მანქანით დატოვეს, რომელიც ოფისის მოშორებით იდგა, ამიტომ მანქანის ნომრის ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. ეს ვიზიტი საკმაოდ საეჭვოა და მას ჩვენს ბოლო განცხადებას ვუკავშირებთ, უცხოურ ბიზნესებზე თავდასხმასთან დაკავშრებით, სადაც“უკონტროლო ელემენტებზე“ იყო საუბარი.

ამჯერად ნებისმიერ დროს საპასუხო აგრესიას ველოდები. მივმართავ საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს იზრუნონ ICC-ის თანამშრომლებისა და ჩემს უსაფრთხოებაზე”, – წერს ფადი ასლი.