ევროსადმი მოქალაქეების ნდობა პიკს აღწევს

თბილისი (BPI) – ევროზონაში მცხოვრები მოქალაქეების ნდობა ევროსა და სავალუტო ბლოკისადმი 2004 წლის შემდეგ მაქსიმუმს აღწევს, – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც ევროკომისიის დაკვეთით სოციალურმა სააგენტო Eurobarometer-მა ჩაატარა.

შედეგად ევროზონასა და ევროკავშირში ოპტიმიზი ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით მას შემდეგ იზრდება რაც ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გამოსვლა გადაწყვიტა.

Eurobarometer-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ევროზონის მოსახლეობის 73% მხარს უჭერს სავალუტო ბლოკში საკუთარი ქვეყნის წევრობას და ამ კატეგორიის მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ული პუნქტით გაიზარდა.

2012 წელს, როდესაც სავალო კრიზისის ფონზე მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე 62%-მდე იყო შემცირებული. ყველაზე მეტად ევროზონის წევრობით კმაყოფილები იყვნენ ლუქსემბურგელები და მოქალაქეთა 85% მხარს უჭერდა ევროსა და სავალუტო ბლოკის იდეას. მეორე ადგილს თანაბრად ინაწილებდა ირლანდია, სლოვენია და ესტონეთი (83%). ყველაზე ნეკლად სავალუტო თანამეგობრობის იტალიაში სჯერათ (58%).

კვლევის თანახმად, მთლიანობაში ევროპელთა 56% ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკავშირის პერსპექტივით, მაშინ როდესაც 2016 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 50%-ს არ აღემატებოდა. კავშირისადმი ნდობის მაჩვენებელი 6%-ით არის გაზრდილი და 42%-ს აღწევს.

„ნდობა ევროკავშირისადმიიზრდება და 2010 წლის შემდეგომ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა,“ – ნათქვამია კვლევაში. ოპტიმისტთა რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა საფრანგეთში (55%, +15%-ული პუნქტი), დანიასა (70%, +13%-ული პუნქტი) და პორტუგალიაში (64%, +10%).

ისევე როგორც წინა ორ კვლევაში (რომელიც 2016 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე) ნდობა ეროვნული პარლამენტისა და ხელისუფლებისადმი გაიზარდა და შესაბამისად, 36%-37%-ს მიაღწია, თუმა ეს მაჩვენებელი ევროკავშირისადმი გამოჩენილი ნდობაზე დაბალ მაჩვენებელზეა. ამავდროულად ევროპელთა ერთი მესამედი (68%) თავს ევროკავშირის მოქალაქედ მიიჩნევს, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კვლევის ისტორიაში.

ევროკავშირის წინაშე არსებული ყველაზე დიდი პრობლემად რესპონდენტები ტერორიზმს ასახელებენ (44%, +12%-ული პუნქტი), იმიგრაციასა და ეკონომიკურ სირთულეებს. Eurobarometer-ის სტანდარტული გამოკითხვა 2017 წლის მაისში 33 ქვეყანაში (აქედან 28 ევროკავშირის წევრი ქვეყანა და 5 კანდიდატი სახელმწიფო ალბანეთი, მაკედონია, თურქეთი, მონტენეგრო), ასევე კვიპროსელი თურქები. მასში მონაწილეობა სულ 28 000-მა ადამიანმა მიიღო.

შემდგომ გამოკითხვას Eurobarometer-ი ევროკავშირის მოქალაქეებში ნოემბერში ჩაატარებს, კვლევის შედეგები კი დეკემბერში გახდება ცნობილი.