ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში რიგებია

თბილისი (BPI) – ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში რიგებია, ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

საკუთარი მოქალაქეებისთვის განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელიც ასევე ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში მგზავრთა რიგებზე იტყობინება. მიზეზად მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ერთიანი საკონტროლო სისტემის შემოღება სახელდება.

სწორედ კონტროლის გამკაცრების შედეგად პალმა-დე-მალიორკას, ლისაბონის, მადრიდისა და პარიზის აეროპორტებში უდიდესი რიგებია.

კონტროლის ახალი, ერთიანი სისტემა იმ ქვეყნის მოქალაქეთა შესვლა-გასვლის მონაცემებნის სისტემატიზირებას ემსახურება, რომელიც ევროკავშირში არ შედის.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ტერორიტული საფრთხეების წინააღმდეგ არის მიმართული და საზღვრების დაცვას ემსახურება.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი ჯულიანა კინგი ამბობს, ახლა აეროპორტში ყველა მგზავრს გადაამოწმებენ ანტიტერორისტულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ეჭვმიტანილის დაკავებისა და უსაფრთხოების გარანტია იქნება.

ფოტო: MANU FERNANDEZ/AP