euronews-ი ბათუმის ჯაზ ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის

euronews-ი  გადაცემა “CULT”- ში ბათუმის ჯაზ ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. euronews-ის ეთერში ჯაზ ფესტივალის შესახებ გასული მასალა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და euronews-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის ნაწილია.

აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, euronews-ი ასევე მოამზადებს მეორე გადაცემას – ,,METROPOLITANS”, რომელშიც იქნება რეპორტაჟი ბათუმზე და ზოგადად საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე.

„ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯისთვის და ზოგადად ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, უმნიშვნელვანესია ისეთი პოპულარული სატელევიზიო პლათფორმების გამოყენება, როგორიც euronews-ია. ეს კონკრეტული კონტრაქტი სექტემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. იგი მოიცავს, როგორც სარეკლამო რგოლების გაშვებას, ასევე რეგიონის შესახებ რეპორტაჟების მომზადებას”, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 3 ივლისიდან სარეკლამო კამპანიას აწარმოებს euronews-ის ეთერში. აჭარის შესახებ ვიდეორგოლები ასევე ტრიალებს BBC ეთერშიც.