ერთი წლის განმავლობაში ექსპორტი 18,7%-ით, იმპორტი კი 10,8%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მაისში 3,944 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9%-ით მეტია.

“საქსტატის” მონაცემებით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 1,003 მლრდ აშშ დოლარია, იმპორტი – 2,941 მლრდ დოლარი.

ექსპორტი ერთი წლის განმავლობაში 28,7%-ით, იმპორტი კი 10,8%-ით  გაიზარდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მაისში 1,938 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1% შეადგინა. ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 799.8 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 28.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.