ექსპორტი ზრდის ტრენდით – საგარეო ვაჭრობა გაიზარდა

თბილისი (BPI) –  საქართველოში 2017 წლის იანვარ-აგვისტოში  საგარეო სავაჭრო ბრუნვა შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,2%-ით გაიზარდა და 6,618 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1,682 მლრდ დოლარი იყო , იმპორტი – 4,935 მლრდ დოლარი.

ექსპორტი ისევ ზრდის ტრენდით ხასიათდება და ერთი წლის განმავლობაში ზრდის ნიშნულმა 28.5%-ს მიაღწია, გაზრდილია იმპორტიც (+7.5%).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 3252.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1% შეადგინა.