ექსპერტი: ლარს სებ-ის ინტერვენციები არ ამყარებს

თბილისი (BPI) –  სებ-ის ბოლოდროინდელ ინტერვენციებს ლარის გამყარების მაპროვოცირებლად არ  მიიჩნევს საინვესტიციო ბანკირი დავით ასლანიშვილი.

უნივერსიტეტის პროფესორი განმატავს, რომ უცხოური ვალუტის შესყიდვა ბაზრისთვის ლარის  მიწოდებას ნიშნავს, შესაბამისი კურსით. შიშობს, რომ ივნისიდან შეცვლილი მონეტარული პოლიტიკა ლარის მასას გაზრდის. „კერძოდ, ჩვენ კრიზისების ფონზე რა რაოდენობის ფულის მასაც შევზღუდეთ ახლა სწრაფი ტემპებით უკან ვყრით’’.

მიაჩნია, რომ ასეთი პოლიტიკა ნეგატიურ შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოგვცემს, თუ ლარის გაზრდილ მასას ასევე გაზრდილი უცხოური სავალუტო ნაკადები დახვდება (ინვესტიციები, შემოსავლები ტურიზმიდან, გზავნილები).

ეროვნულ ბანკს 17 მარტიდან უკვე  $115 მილიონი აქვს შესყიდული.